ვასსერშტრასსე
ვასსერშტრასსე
ტელ.: +995 511 331616
e-mail: info@wasserstrasse.ge
url: wasserstrasse.ge| facebook & instagram: ვასსერშტრასსე • Wasserstrasse
ვასსერშტრასსე - ღვინის გასტრო რესტორანი და ბარი, რომლის კონცეპციაც არის თანამედროვე, ლამაზი ქართული სუფრა - ქართული გემრიელი და ბაქარიანი კერძები ევროპული სერვირებით შესანიშნავ ქართულ ღვინოსთან ერთად.
რესტორანი განთავსებულია 1915 წელს ქართველი და გერმანელი არქიტექტორების კოლაბორაციით აშენებული ისტორიული ძეგლის პირველ სართულზე. სივრცე მოიცავს ორ ერთმანეთთან თაღებით დაკავშირებულ სივრცეს - რესტორანი, ღვინის სადეგუსტაციო დარბაზი, ღვინის თარო, ღვინისა და ბარის აქსესუარების შოურუმი და ბარი. კედლები არის აშენებული აგურის და ფლეთილი ქვის შერევით, რაც განსაკუთრებულ ავთენტურობას სძენს სივრცეს. საბჭოთა წლებში რესტორნის ფართში სახლმმართველობა იყო, მოგვიანებით კი საჭიდაო დარბაზი. ობიექტის ერთ-ერთი მიმართულება მოიცავს კონკრეტულ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ შეკვეთებსაც, იქნება ეს დეგუსტაცია, ტრენინგი, ლიტერატურული საღამო და სხვა პირადი თუ საზოგადოებრივი ღონისძიება. კომპანიის ძირითადი პორტფელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ქართული კერძებისა და სასმელის წარმოჩენა, ქართული ღვინის გაცნობა/შეთავაზება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრისთვის, სურვილისამებრ ტურისტების ორი, სამი და ა.შ. ჯგუფისთვის საინტერესო და შემეცნებითი დროის გატარების შეთავაზება ქართული ღვინისა და კერძების დაწყვილების ინიციატივით/ფარგლებში.